EPI ხვალ ორ ადგილობრივ ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატებს მიანიჭებს
EPI ხვალ ორ ადგილობრივ ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატებს მიანიჭებს
17:25 16.10.2012
USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ხვალ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ღონისძიებას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ EPI-დან აცნობეს, ღონისძიებაზე ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტი (ANSI/ACLASS) ორ ადგილობრივ ლაბორატორიას - „ღვინის ლაბორატორიას“ და „მულტიტესტს“ საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატებს მიანიჭებს.

EPI-ის ინფორმაციით, ლაბორატორიებისთვის აკრედიტაციის მიღება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტის ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს.

ბეჭდვა