ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს ტოპ-მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს ტოპ-მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
12:36 16.10.2012
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური სამინისტროს მენეჯმენტში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროში გატარდება საკადრო ცვლილებები, თუმცა, უწყებაში მომუშავე პროფესიონალები დგილებს შეინარჩუნებენ.

ამასთან, ხადურმა საქართველოს მიერ ევროობლიგაციების გამოშვებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საკმაოდ სენსტიტიურია.

„მომავალ წელს ჩვენ გვიწევს დაახლოებით 60 მლნ-ს გადახდა ევრობონდების გასასტუმრებლად. გარდა ამისა, გადასახდელი გვაქვს სხვა ვალებიც. ცხადია, რომ აღარ უნდა ავიღოთ ძვირი ვალები და თუ ავიღებთ, ეს უნდა მივმართოთ ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად“-განაცხადა ხადურმა.

მან გადასახადების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადში გაჩნდება, დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, რომელიც საარსებო მინიმუმის მოცულობის იქნება.

როგორც მან განაცხადა, საგადასახადო ადმინისტრირება გაუმჯობესდება, რათა სახელმწიფომ „არ დაახრჩოს ბიზნესი“ და მას განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.

„რაც შეეხება საგადასახადო განაკვეთებს, ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ მის შემცირებაზე“ - განაცხადა ხადრუმა.

ბეჭდვა