აშხაბადში ხვალ სარკინიგზო ადმინისტრაციების საბჭო შეიკრიბება
აშხაბადში ხვალ სარკინიგზო ადმინისტრაციების საბჭო შეიკრიბება
09:18 15.10.2012
აშხაბადში სარკინიგზო ადმინისტრაციების საბჭოს მორიგი სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, საქართველოს, ბულგარეთისა და ფინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საერთო სავაგონო პარკის მართვის საკითხი განიხილება, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ-კავკასიური სატრანზიტო მარშრუტის სამომავლო ორგანიზებისთვის.

საბჭოს სხდომის დაწყებამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია სატრანზიტო მარშრუტის წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციებთან შეხვედრებს აწარმოებს.

საბჭოს სხდომა 17 ოქტომბერს დასრულდება.

ბეჭდვა