ენერგოსფეროში საქართველოს მთავარი საზრუნავი 15-20 წლის განმავლობაში ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგება იქნება.
ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა დღეს,
ენერგეტიკის სამინისტროსა და USAIDერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა.
დღევანდელ შეხვედრაზე ენერგეტიკის სამინისტრომ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.
"დღეს ხდება იმ სტრატეგიის დემონსტრირება, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ასევე, გამყარება იმ ღონისძიებებისა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება ადგილობრივი რესურსებისა და განახლებადი წყაროების, ასევე ექსპორტის პოტენციალის გაზრდის მიზნით", - განაცხადა ვალიშვილმა.
ვალიშვილის ინფორმაციით, სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება ორიენტირებული.
