ვანო მთვრალაშვილი ბაზარზე ბენზინის გაიაფების ტენდენციას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს
ვანო მთვრალაშვილი ბაზარზე ბენზინის გაიაფების ტენდენციას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს
13:01 06.10.2012
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ბაზარზე ბენზინის ფასის კლების ტენდენციას საერთაშორისო ფასების შემცირებას უკავშირებს.

როგორც მთვრალაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, გაიაფების პროცესი ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო.

„ჩვენ ველოდებოდით, რომ გაიაფების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდებოდა. საერთაშორისო ბაზრებზე იყო ტენდენცია, რომ ფასი მცირდებოდა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევდა, ეს პროცესი გაეგრძელებინათ“ - აღიშნა მან.

ამასთან, მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბენზინის ფასის კლება შიდა პროცესებთანაც იყოს დაკავშირებული.

ბეჭდვა