"ბანკი კონსტანტა" ქსელის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, ფილიალების გახსნას განაგრძობს.
დღეს ბანკის ახალი ფილიალი მუშაობას საგარეჯოში იწყებს.
საგარეჯოს ფილიალი რიგით მეხუთე წარმომადგენლობაა , რაც წელს კახეთში, "ბანკი კონსტანტას" არსებულ სამ ფილიალს ემატა. მათ შორის, განახლებულ ოფისში გადავიდა "კონსტანტას" წნორის არსებული ფილიალი.
როგორც მენეჯმენტში აღნიშნავენ, კახეთის რეგიონში ახალი ობიექტების გახსნას ბანკის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.
ამჟამად, "ბანკი კონსტანტას" 30 ფილიალიდან, კახეთში ბანკის 7 ფილიალი და ერთი სერვის–ცენტრი ფუნქციონირებს.
