კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებს ხვდება.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, ასევე, კომერციული ბაკების ხელმძღვანელები ესწრებიან.
შეხვედრას უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნოდარ ხადური უძღვებიან.
როგორც ბიზნესმენებმა შეხვედრამდე განაცხადეს, მათ ახალი მმართველი პოლიტიკური ძალის ეკონომიკური ხედვები და ის სიახლეები აინტერესებთ, რის დანერგვასაც „ქართული ოცნება“ ბიზნესის განვითარების მიმართულებით გეგმავს.
