„თიბისი ბანკმა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ბანკის ინფორმაციით, სასესხო ხელშეკრულებას კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის (CEEP) ფარგლებში მოეწერა ხელი.
5 წლიანი რესურსის საშუალებით ბანკი კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს დააფინანსებს.
EBRD-ის კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა რეგიონში ფინანსური ინსტიტუტების დასაფინანსებლად შეიქმნა, რათა მათ კერძო სექტორის ენერგოეფექტურობის და ენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით დაგეგმილ ინვესტიციებზე სესხების გაცემა შეძლონ.
2007 წელს „თიბისი“ ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის იგივე ტიპის რესურსი ქართულ ბანკებს შორის პირველმა მიიღო.
