საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტრო დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად ახალი
ინიციატივის პრეზენტაციას მართავს.
პრეზენტაციას USAID-ის თბილისის მისიის დირექტორი სტეფენ ჰეიკინი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი უძღვებიან.
ინიციატივის ფარგლებში ენერგოპოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ სემინარებიც ჩატარდება. მათში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის, ენერგომარეგულირებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტები მიიღებენ.
