"ბანკი კონსტანტა" წლის ბოლომდე კიდევ 15 ფილიალს გახსნის
"ბანკი კონსტანტა" წლის ბოლომდე კიდევ 15 ფილიალს გახსნის
19:23 05.03.2012
"ბანკი კონსტანტა" წლის ბოლომდე დამატებით 15 ფილიალის გახსნას გეგმავს.  
როგორც "ნიუსპრესს" ბანკში განუცხადეს, ფილიალების ქსელის გაფართოება რეგიონალური სტრატეგიის ნაწილია. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ბანკის ქსელი 50 ფილიალამდე გაიზრდება.
მათივე ინფორმაციით, ბანკმა მიმდინარე წელს უკვე გახსნა ფილიალები კახეთსა და ქვემო ქართლში.
ამჟამად, "ბანკ კონსტანტას" საქართველოს მასშტაბით 30 ფილიალი აქვს.

ბეჭდვა