თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
19:16 05.03.2012
თბილისში 30 აპრილს, ჟურნალ “Business Time Georgia"-ს ორგანიზებით, საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
"Business Time Georgia"-ს მთავარი რედაქტორის ლევან ჭითანავას განცხადებით, ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანიდან თბილისში სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების და ბიზნესის სხვა სექტორების 100-მდე წარმომადგენელი ჩამოვა.
"ფორუმში ძირითადად, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ვფიქრობთ, ამ სეგმენტში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოყოლილი სტაგნაციის გარკვეული ელემენტები ჯერ ისევ შეიმჩნევა და დამატებით ინვესტიციას საჭიროებს", - განაცხადა ჭითანავამ.

ბეჭდვა