"თიბისი ბანკში" ანაბრების აქცია გრძელდება.
ანაბრების კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით,
გახსნის "ვადიან" ან "ვადიან+" ანაბარს "თიბისი ბანკში" +1 პროცენტ სარგებელს მიიღებს და სახალისო თამაშში ჩაერთვება. გამარჯვების შემთხვევაში კი, მას დამატებით მაქსიმუმ 1.5 პროცენტი დაერიცხება და სიურპრიზიც ელოდება.
"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, თამაშის მთავარი გმირი კვლავ ედმონდ აბაშიძეა - "თიბისი ბანკის" გასული წლის აქციების "იპოვე 10 000 აშშ დოლარი" და "მოიგე 20 000 აშშ დოლარი" გმირი. თამაში 3 ეტაპიანია.
როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, აქცია ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი თამაში თებერვლის დასაწყისში გაიმართა. მასში დეპოზიტარების 40 პროცენტი ჩაერთო - მათგან ნახევარმა მოიგო და ჯამში +2 პროცენტის მფლობელი გახდა.
