კომპანია "სილქნეტის" მობილური ტელეფონის შეძენა და გააქტიურება 15 მარტიდან რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.
"სილქნეტის" ინფორამციით, ამ ეტაპზე აპარატები მხოლოდ თბილისის სერვის ცენტრებში იყიდება. წარმოდგენილი სამი ტიპის აპარატის ფასი 28-68 ლარს შეადგენს.
"სილქნეტი" აბონენტებს მობილურ ტელეფონზე s1 სხვადასხვა ტარიფით ემსახურება.
კომპანიის ინფორამციით, აბონენტს მოსახერხებელი სატარიფო სქემით – ორმაგი შეთავაზების პაკეტით შეუძლია ისარგებლოს. პაკეტი აერთიანებს ორი სატელეფონო მომსახურების გადასახადს – ფიქსირებულ ტელეფონს და მობილურს. თუ მომხმარებელს "სილქნეტის" ქალაქის ტელეფონზე გააქტიურებული აქვს მომსახურების 7 ლარიანი პაკეტი, შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს s1-ს ქსელში და ისარგებლოს ერთი მობილური ტელეფონით სააბონენტო გადასახადის გარეშე, ხოლო 10 ლარიან სააბონენტო პაკეტზე – ორი მობილური ტელეფონით.
პაკეტის არჩევისას აბონენტი ყოველთვიურად საჩუქრად იღებს ულიმიტო, უფასო საუბარს შიდა ქსელში, უფასო სასაუბრო საათებს მობილურ ოპერატორებთან და უფასო შMშ.
