საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
18:13 05.03.2012
საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ,,Prowein 2012" მონაწილეობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა გერმანიაში მიმდინარეობს. მასზე სხვა ქვეყნების კომპანიებთან ერთად, საკუთარი პროდუქცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ქართველმა მწარმოებლებმაც წარადგინეს, მათ შორისაა - ,,თბილღვინო", "ჩელთი", "კორპორაცია ქინძმარაული", ,,ბადაგონი 1882", ,,კორპორაცია ქართული ღვინო" და სხვა.

გამოფენაზე ქართულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხელმძღვანელობს.

გამოფენას 45 ქვეყნიდან 3600 მონაწილე ჰყავს.

ბეჭდვა