"თბილისის მიკროავტობუსს" ტენდერის პირობების შესასრულებლად 1 თვე რჩება
"თბილისის მიკროავტობუსს" ტენდერის პირობების შესასრულებლად 1 თვე რჩება
17:04 05.03.2012
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" ტენდერის პირობების შესასრულებლად 1 თვე დარჩა.

როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თუ ლიცენზიის მფლობელი კომპანიები აპრილის დასაწყისამდე ვერ უზრუნველყოფენ დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულებას, ნებართვა ჩამოერთმევათ. მათი ვალდებულება კი, ქალაქში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანას გულისხმობს.

"თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებენ, რომ ავტოპარკის განახლება ყოველდღიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, აპრილამდე კომპანია სულ 2 460 ახალ სამარშუტო ტაქსს შემოიყვანს. დღეის მდგომაროებით, სამარშრუტო ხაზებზე 1 460 ახალი მანქანა მუშაობს.

სატრანსპორტო კომპანია" თბილისის მიკროავტობუსი" თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას "თბილლაინი","ფაბლიკი", "კაპიტალ გრუპი", "თბილ ქარი" - უწევს მმართველობას. პირობების თანხმად, 2012 წლის 15 იანვრისთვის სატრანსპორტო კომპანიას სრულად უნდა განეახლებინა ავტოპარკი, პირობის დარღვევის გამო ოთხივე კომპანია 100-100 ათასი ლარით დააჯარიმა.

ბეჭდვა