გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუუმჯობესდა, 21%-სთვის არ შეცვლილა, ხოლო 2%-მა არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება მომდევნო წლებს, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, 7% მიიჩნევს, რომ გაუარესდება, 6%-ის აზრით, არ შეიცვლება, ხოლო 20%-ს პასუხის გაცემა უჭირს ან პასუხისგან თავი შეიკავა.
FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება +/-2,5%-ია.
