ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6552 ნიშნულზე დაეცა
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6552 ნიშნულზე დაეცა
20:21 27.09.2012
საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6552 ნიშნულზე გამყარდა. წინა ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 1.6548 ლარი ღირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ძალაში შევა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6552 ლარი.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.1292 ლარი ეღირება. დღეს კი, ევროს ფასი 2.1277 ლარია.


ბეჭდვა