ნათია თურნავა: არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს და ეს ასეც იქნება
ნათია თურნავა: არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს და ეს ასეც იქნება
15:30 02.08.2021
„საქართველო, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80% -ია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი", - განაცხადა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას თქმით, სასტუმროების მაღალი დატვირთულობის გარდა ასევე მნიშვნელოვანი ირიბი ინდიკატორია ლარის სტაბილური კურსიც - ეს ნიშნავს, რომ მართლაც ხდება ტურიზმის სექტორის აღგენა-განვითარება.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახ. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირველ რიგში კოვიდ-შეზღუდვებს უკავშირდება, რაც ეხება ზოგადად მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით - კოვიდ-საფრთხე ხან იზრდება, ხან კი - მცირდება. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება ტრადიციულად ასევე უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შეთხვევას - პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები კი არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ დროდადრო ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება. მთავარია, რომ ამაზე დროულად ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი მხრიდან დაგმობილია, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბეჭდვა