1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 ,9 მილიონი დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 ,9 მილიონი დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
17:00 26.07.2021
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 18.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).

ბეჭდვა