საგარეო ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
საგარეო ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
14:26 19.07.2021
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ. აშშ დოლარს (18.9 პროცენტით მეტია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წლის იანვარ-ივნისში,
2 440.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3 პროცენტია.
ბეჭდვა