შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება
23:48 17.07.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის - BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

„თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

აქვე გაცნობებთ , რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზრვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს პორტალი - https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას“ - აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა