დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის კვოტით კვლავ გელა მიქაძე აირჩიეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის კვოტით კვლავ გელა მიქაძე აირჩიეს
15:51 05.07.2021
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ხელახლა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც პარლამენტის კომიტეტებში კვოტების ხელახალი გადანაწილება მოხდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტით კენჭსაყრელად წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატურა: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი და გელა მიქაძე ფრაქცია „ევროპული სოციალისტების" კვოტით.

კენჭისყრის შედეგებით კომიტეტის წევრებმა მხარი გელა მიქაძის კანდიდატურას დაუჭირეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას, კვოტების ახალ გადანაწილებამდეც იკავებდა.
ბეჭდვა