სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები წელს 18-ჯერ გაიზარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები წელს 18-ჯერ გაიზარდა
13:24 30.06.2021
ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები და გადამმუშავებლები აცხადებენ, რომ წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია, საკმაოდ დიდია მოთხოვნა, რაც პროდუქციის ფასსა და ექსპორტის ზრდაზეც აისახება.

ქართული პროდუქციის ექსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არსებული მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი.

მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურასმთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს.ამავდროულად, რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამაცივრე, მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი.



ბეჭდვა