ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის "ამბასადორზე": ბალნეოლოგიური კლინიკის ტერიტორია ბათუმში 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა სახელმწიფოს წინაშე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბრალდებები გაუგებარია

01:16 26.06.2021
ბალნეოლოგიური კლინიკის ტერიტორია ბათუმში 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა სახელმწიფოს წინაშე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობის შესახებ დეპუტატ დავით ხაჯიშვილის მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხაჯიშვილის ბრალდებები მოქმედი ხელისუფლების მისამართით გაუგებარია.

"თქვენ შეგახსენებთ, რომ ბალნეოლოგიური კლინიკის ტერიტორია ბათუმში გასხვისდა 2010 წელს. კარგად გაიხსენეთ, თქვენი, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა სახელმწიფოს წინაშე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. იყო ასე?! - ასე იყო. დაპირება იყო პირიქით, მრავალსართულიანი ნებართვა, გაიყიდა ბათუმის კორტები ყოველგვარი სახელმწიფო ვალდებულების გარეშე, ასე იყო?! როგორ არ იყო, ასე იყო.. შემდეგ ბალნეოლოგიური გაიყიდა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბეჭდვა