Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს
Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს
15:55 24.06.2021
Myway Airlines-ის ახალი მიმართულებით, თბილისი-ერევანი-თბილისი რეგულარულ ავიარეისებს იწყებს.

ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ივლისს შეასრულებს.
Myway Airlines-ი თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელებს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.

Myway Airlines საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა - ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.



ბეჭდვა