მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტექნოპარკს ესტუმრა
მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტექნოპარკს ესტუმრა
13:40 17.06.2021
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმასპინძლა. ანა ბიერდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს გაეცნო, შეხვდა წარმატებულ ქართულ სტარტაპებს (ქარუ, კრიპტეს აი ქიუ, ფაბერი, ბიოქიმფარმი, ელვენ ტექნოლოჯი) და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ პირადად მოისმინა.

ბეჭდვა