საქართველოს რკინიგზამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა
საქართველოს რკინიგზამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა
16:03 16.06.2021
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების წარმომადგენლებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს.

ასევე სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა.


ბეჭდვა