ტექნოპარკს ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ესტუმრა
ტექნოპარკს ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ესტუმრა
18:11 10.06.2021
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელსუმასპინძლა.მაიკლ ბაუმგართნერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ.

შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას ემსახურებოდა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი GENIE ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას.

ტექნოპარკის დათვალიერების შემდგომ მაიკლ ბაუმგართნერი ქართველ წარმატებულ სტარტაპებს (ქარუ, კრიპტეს აი ქიუ, ფაბერი, ბიოქიმფარმი, ელვენ ტექნოლოჯი) შეხვდა და მათ საქმიანობას პირადად გაეცნო.



ბეჭდვა