იორდანიის სამეფოსა და საქართველოს შორის მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირებაზე შეთანხმება გაფორმდება.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, შეთანხმებას ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი მოაწერს.
დოკუმენტი ძ"საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირების შესახებ" ძალაში სწორედ მისი ხელმოწერის შემდეგ შევა.
