ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას
13:43 16.04.2021
"საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5 წლიანი ვადიანობის მქონე ევრობონდების წარმატებით გამოშვების თაობაზე.


მისი განცხადებით, გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა და შედეგად, კუპონის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2,75%-ით.


„ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი და მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორები ძირითადად, წარმოდგენილნი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ბეჭდვა