თებერვალში მშპ-ს კლების ტემპმა 5,1 პროცენტი შეადგინა
თებერვალში მშპ-ს კლების ტემპმა 5,1 პროცენტი შეადგინა
13:17 31.03.2021
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარითებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა. ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

ბეჭდვა