დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
19:31 29.03.2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მხარეებმა ასევე, განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები.

გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას მომავალში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ.

მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს.
ბეჭდვა