საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ „საგადასახადო ადმინისტრაციის
დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“(TADAT) გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის განმეორებითი შეფასება ჩატარდა.
შეფასება მიზნად ისახავს რეფორმების განსახორციელებლად პრიორიტეტების განსაზღვრას ან/და მიღწეული შედეგების დადგენას.
2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა.
https://www.tadat.org/performanceAssessmentReports
https://www.tadat.org/assets/files/Georgia_Final_PAR_2020_Georgian.pdf
https://www.tadat.org/assets/files/Georgia_Final_PAR_2020.pdf
კერძოდ, IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში:
• დაინერგა თანამედროვე საგადასახადო რეგისტრაციის სისტემა;
• გაუმჯობესდა კანონშესაბამისობის რისკის იდენტიფიცირების და მართვის პროცესი, რომლისთვისაც წარმატებით იქნა გამოყენებული მესამე მხარის ინფორმაცია;
• საჩივრების განხილვა ხორციელდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავების მართვის სისტემის გამოყენებით;
• გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ელექტრონული სერვისების გაფართოებული არჩევანით;
• დაინერგა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს.
TADAT-ის ინსტრუმენტი საგადასახადო ადმინისტრაციებს აფასებს 9 ძირითად მიმართულებაში:
1.რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელთა ბაზის სრულყოფა;
2. რისკის ეფექტური მართვა;
3.ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობა;
4. დროული დეკლარირება;
5. გადასახადების დროული გადახდა;
6. დეკლარირებული ინფორმაციის სისწორე;
7. საგადასახადო დავების ეფექტური გადაწყვეტა;
8. საგადასახადო შემოსავლების ეფექტიანი მართვა;
9. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
აღნიშნული რეფორმების განხორციელების შედეგად, 2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც 2020 წლის დიაგნოსტიკურმა შეფასებამ აჩვენა.