სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს
სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს
23:20 26.02.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, 1-ლი მარტიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს.

გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა).

უწყების ინფორმაციით, ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს.

დამატებითი ინფორმაციისთვისვდაინტერესებულვპირებსვშეუძლიათ, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2-299-299.

ბეჭდვა