"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სასრგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაყიდვის ფაქტს ეხმაურება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სასრგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაყიდვის ფაქტს ეხმაურება
19:05 04.03.2012
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ბოლნისში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის "მაინინგ ინვესთმენთისთვის" მიყიდვის ფაქტს ეხმაურება.
"ბოლნისში არსებული წიაღისეულის საბადო ძალიან ძვირფასი და მიმზიდველი რესურსია. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროცესი არ იყო მიმართული შესაბამისი გამოცდილების მქონე ბევრი საერთაშორისო ინვესტორის მოსაზიდად", -აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში".
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შპს "მაინინგ ინვესთმენთი" ის ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც 29 თებერვალს, საქართევლოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა.
მათი ინფორმაციით, შპს "მაინინგ ინვესთმენთი" თბილისში 2012 წლის 13 თებერვალს, აუქციონის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა.
აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია "მადნეული" ფლობს.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 110,5 მლნ ლარად გაყიდული ლიცენზია ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვებას ითვალისწინებს. ლიცენზია, რომლის საწყისი ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენდა, 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.




ბეჭდვა