გიორგი გახარია: Fitch-ის განახლებული მონაცემები შესანიშნავი მაჩვენებელია, რომელიც ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს ცხადყოფს
გიორგი გახარია: Fitch-ის განახლებული მონაცემები შესანიშნავი მაჩვენებელია, რომელიც  ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს ცხადყოფს
12:24 14.02.2021
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა, - ამის შესახებ საქარტელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, Fitch-ის განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს.

„@FitchRatings განახლებული მონაცემები - შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბეჭდვა