ნათია თურნავა საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
ნათია თურნავა საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
18:47 03.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის საჰაერო გზით მიმოსვლისა აღდგენისა და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობებზე.

ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების ურთიერთმოზიდვის კუთხით.
ბეჭდვა