საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია პროექტის „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში,
საგადასახადო დავების გადაჭრის საკითხზე ბიზნეს-ფორუმს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიების, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ბიზნეს-ფორუმი დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება.
იგი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ პროექტის - „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.
