რაჭაში ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
რაჭაში ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
17:58 18.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მან სიბოლურად საძირკველში კაფსულა ჩადო  და შაორის ტბასთან შეკრებილ ადგილობრივებს სიტყვითაც მიმართა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა მომავალი სეზონისთვის დასრულდობა, ხოლო მომავალ წელს მინიმუმ სამი ან ოთხი ახალი სატუმროს მშენებლობა დაიწყება.

„ეს ნიშნავს, რომ შაორი მთელი ძალით ამუშავდება და თითოეული თქვენგანის სამსახურში ჩადგება. რაჭა უნიკალური მხარეა მთელს ევროპაში და აქ ბევრი კურორტი უნდა განვითარდეს. ეს არის შოვი, უწერა, ღები, რომლის პროექტირება ჩვენ უკვე დავიწყეთ“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რაჭის განვითარების გეგმის მთავარი მიზანი რეგიონში სიღარიბის, გაჭირვებისა და უმუშევრობის აღმოფხვრაა.

„თითოეულ ოჯახში სარგებლის შესვლა - ეს არის ჩვენი ნაციონალური და არა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა. ამიტომ, ყველას უნდა ვუთხრა, ჩვენ ასარევი და დასანგრევი ქვეყანა არ გვაქვს. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით და არ მივცეთ მტერს საშუალება, რომ ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ბეჭდვა