საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ხვალ ბიზნეს-ფორუმს გამართავს
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ხვალ ბიზნეს-ფორუმს გამართავს
17:35 18.09.2012
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია პროექტის „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში  საგადასახადო დავების გადაჭრის საკითხზე ბიზნეს-ფორუმს გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიების, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება.

იგი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ პროექტის - „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.

ბეჭდვა