„საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი გახსნა
„საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი გახსნა
12:53 18.09.2012
„საქართველოს ბანკმა“ თბილისში კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი ცენტრი რუსთაველის გამზირზე #31/13–ში ახლადგახსნილი  სუპერმარკეტ „სმარტის“ ტერიტორიაზე განთავსდა.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.

„საქართველოს ბანკის“ Express სერვისცენტრები მომხმარებელს 9:00 საათიდან 21:00 საათამდე, ასევე შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ემსახურებიან. Express სერვისცენტრებში მოწყობილია 24 საათიანი თვითმომსახურების ზონაც, სადაც განთავსებულია - ინტერნეტბანკი, ბანკომატი და Express Pay თვითმომსახურების ტერმინალი.

ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ Express სერვისცენტრების ქსელი უკვე 33 ფილიალს მოიცავს.


ბეჭდვა