6 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
6 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
15:19 07.12.2020
მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, აჭარაში, ქ. ქობულეთში ფუნქციონირებს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ მანდარინს ფერმერები ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში აბარებენ.

მოსვლის ჩაბარების პარალელურად, ხორციელდება მანდარინის ექსპორტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 6 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოდან, მიმდინარე წელს წარმოებული 9 476 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ბეჭდვა