მშპ-ს კლების მაჩვენებელმა 3,9 პროცენტი შეადგინა
მშპ-ს კლების მაჩვენებელმა 3,9 პროცენტი შეადგინა
12:38 30.11.2020
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ბეჭდვა