„ბილაინის” აბონენტები ნებისმიერი ქსელის მომხარებელთან წუთში 5 თეთრად ისაუბრებენ
„ბილაინის” აბონენტები ნებისმიერი ქსელის მომხარებელთან წუთში 5 თეთრად ისაუბრებენ
17:57 17.09.2012
მობილური ოპერატორი „ბილაინი“ აქციას - „ხმოვანი პაკეტი“იწყებს.

აქციის ფარგლებში „ბილაინის“ ყველა აბონენტს საშუალება ექნება სხვადასხვა ღირებულების „ხმოვანი პაკეტი“ გაააქტიუროს და შეიძინოს 60-დან 1 000 წუთამდე სალაპარაკო დრო როგორც ქსელის შიგნით, ისე ნებისმიერი ქსელის აბონენტთან.

100 უფასო წუთის გააქტიურება „ბილაინის“ ქსელში ერთი დღით 50 თეთრი ჯდება, ერთი თვით 1,50 ლარი; 300 წუთის შეძენა 3 ლარადაა შესაძლებელი; ხოლო 1000 წუთის ღირებულება, რომლის გამოყენებაც აბონენტს 1 თვის განმავლობაში შეუძლია, 7 ლარია.

ერთთვიანი „ხმოვანი პაკეტის“ ღირებულება ნებისმიერ ქსელთან 60 წუთის სასაუბრო დროის მისაღებად 6 ლარია; 150 წუთის მისაღებად 12 ლარი, 500 წუთი 30 ლარი ღირს; ხოლო 1000 წუთის საფასური 50 ლარია.


ბეჭდვა