ეროვნულმა ბანკმა 46,5 მილიონი დოლარი გაყიდა
16:31 25.11.2020
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ აშშ დოლარი.
აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.