კომპანია „სილქნეტი“ 15 ოქტომბრამდე დარეგისტრირებულ აბონენტებს „სილქტივის“ სერვისზე აქციას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, აბონეტებს წლის ბოლომდე ნებისმიერი სატელევიზიო პაკეტით და უფასო ვიდეოთეკით სარგებლობა თვეში მხოლოდ 10 ლარად შეეძლებათ.
აქციის ფარგლებში, ოპტიკურ ქსელში „სილქტივის“ ინსტალაციისას მომხმარებელი 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.
„სილქტივის“ ყველა მომხმარებლისთვის ასევე, გახანგრძლივდა ქართული არხების გადახვევის ვადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მეორე არხის“, „რუსთავი 2“–ის, „მაესტროს“, „იმედის“, „მეცხრე არხის“, „საქართველოს“, „ერთსულოვნების“, „კავკასიის“, ტელეკომპანია „მზის“ ტელეგადაცემების გადახვევა 10 დღემდე გახდა შესაძლებელი.
ამავდროულად, დღეიდან „სილქტივის“ მენიუს ჩამონათვალს ჟურნალი „National Geographic–ის” გამოწერის ფუნქცია დაემატა. მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, ჟურნალის ქართული გამოცემის გამოწერას – „სილქტვის“ პულტის ან ცხელი ხაზის - 2 100 100 მეშვეობით შეძლებს.
ჟურნალის სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ხოლო „სილქნეტის“ მომხმარებლებზე შეღავათები ვრცელდება. მათთვის ჟურნალი 5 ლარი ეღირება, რაც კურიერის მომსახურებასაც ითვალისწინებს. ღირებულება მომხმარებლის ყოველთვიურ ანგარიშზე დაირიცხება.
