„პროკრედიტ ბანკმა“ მელიქიშვილის ქუჩაზე განახლებული ფილიალი გახსნა
„პროკრედიტ ბანკმა“ მელიქიშვილის ქუჩაზე განახლებული ფილიალი გახსნა
16:14 17.09.2012
„პროკრედიტ ბანკი“ ფილიალების განახლებას განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში ბანკის განახლებული ფილიალი დღეს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე გაიხსნა.

როგორც „პროკრედიტ ბანკში“ აცხადებენ, ფილიალი თანამედროვე დიზაინითა და უახლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. 172 მ2 შენობის განახლებაში ბანკმა 250 000 ლარი დახარჯა.

„პროკრედიტ ბანკის“ ახალი დიზაინი 2011 წელს, “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” კონცეფციით შეიქმნა, რაც კლიენტების უფრო სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი სერვისცენტრი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და 9000-მდე კლიენტს ემსახურება. განახლებული ინტერიერი დამატებითი მოტივაციაა თანამშრომლებისთვის, ხოლო კლიენტებისთვის მეტი კომფორტისა და სწრაფი მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, როგორც არსებული, ასევე მომავალი კლიენტები ჩვენი მომსახურებით მუდამ კმაყოფილნი დარჩებიან”-განაცხადა „პროკრედიტ ბანკის“ მელიქიშვილის სერვის-ცენტრის მმართველმა ნინო ჯელაძემ.

წლის ბოლომდე ბანკი კიდევ სამი ფილიალის განახლებას გეგმავს. ამასთან, „პროკრედიტ ბანკი“ ავლაბარში ახალ სერვისპუნქტს გახსნის და ორი ახალი ფილიალის რეკონსტრუქციას დაიწყებს.


ბეჭდვა