„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს Express განვადების საშუალებით სასკოლო წიგნების შეძენას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, Express განვადებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა ბანკის Express სერვისცენტრებს უნდა მიმართოს, სადაც მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას წარადგენს.
მომხმარებელი სერვისცენტრშივე მიუთითებს იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლის შეძენაც სურს. Express განვადებით შეძენილი წიგნებს იგი სახლში, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მიიღებს.
განვადებით სარგებლობისთვის მომხმარებლის ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარს უნდა შეადგენდეს. სესხი 50–დან 200 ლარამდე მოცულობით, ვადით 3-დან 12 თვემდე გაიცემა.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა „საქართველოს ბანკის“ 132 სერვისცენტრშია შესაძლებელი.
