შპს "დარიალ ენერჯი" დარიალი ჰესის მშენებლობას 2015 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს.
"დარიალ ენერჯი" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 135 მილიონის აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ჰესის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატი იქნება.
ჰიდროელექტროსადგური "დარიალჰესი" მცხეთა-მთიანეთის რაიონში, მდინარე თერგზე აშენდება.
