საქართველოს ეროვნულ ბანკს სურინამის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს ეროვნულ ბანკს სურინამის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
12:12 16.09.2012
საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით, ეროვნულ ბანკს სურინამის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სურინამის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა იან ბოლმანმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფიცერმა დელანო ჩან ჯონ ჩუმ ქართველი კოლეგებისგან საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრებში ამერიკული კომპანია „მონტრანის“ წარმომადგენელი კეით ესკაც მონაწილეობდა.

დელეგაციის წევრები საქართველოში RTGS და CSD სისტემების მიმწოდებელი კომპანიის „მონტრანის“ რეკომენდაციით ჩამოვიდნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ იმ რეფორმებსა და სისტემებს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში დანერგა, მათ შორის ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიურ სისტემებს.

სტუმრები ეროვნული ბანკში საგადახდო სისტემების, ფინანსური ბაზრების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტების წარმოამადგენლებს შეხვდნენ და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეს უკვე მეხუთე უცხოური ცენტრალური ბანკია, რომელიც გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვია.
მანამდე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პაპუა ახალი გვინეის, ეთიოპიის, ავღანეთისა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს უმასპინძლა. მათი ვიზიტი მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით განხორციელდა.

ბეჭდვა